სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

21

2020 წლის 10 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.020 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.914 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...