სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

9

2019 წლის 10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 171 579 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.848 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...