სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6

2019 წლის 12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 135 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.710 პროცენტით, მაქსიმალური 9.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...