სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

8

2019 წლის 8 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 111 300 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.020 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.977 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...