საშიშპირობებიანი სამუშაოების შპს-ებისთვის რეგისტრაციის ვადამ 30 დღით გადაიწია

68

საშიშპირობებიანი სამუშაოების შპს-ეებისთვის რეგისტრაციის ვადამ 30 დღით გადაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

• “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან), ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

• ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში.

• საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4277583?publication=0

• დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://napr.gov.ge/p/1788

Comments
Loading...