საქართველო, რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულშია

6

2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა.

„რეგულირების ხარისხის“ შეფასებისას, (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 8 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას,  რომელთა შორის აღანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც „რეგულირების ხარისხი“ შეაფასა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა :

  1. არასამართლიანი კონკურენციის პრაქტიკა;
  2. ფასების კონტროლი;
  3. დისკრიმინაციული ტარიფები;
  4. ჭარბი პროტექცია;
  5. დისკრიმინაციული გადასახადები.

საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ, შეფასების 100%-იანი შკალიდან 80 პროცენტი, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში მეთოთხმეტე, ხოლო ევროპაში მერვე პოზიციაზე გავიდა. 

საქართველო „რეგულირების ხარისხით“ უსწრებს  ისეთ წარმატებულ ქვეყნებს, როგორებიცაა: შვედეთი, კანადა, აშშ, ესპანეთი, კვიპროსი, ჩეხეთი,  სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი და ა.შ.

ამასთან, უთანაბრდება ისეთ მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ამ მასშტაბურ გამოკვლევაში Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველო კორუფციის კონტროლისა და ბიუროკრატიის შეფასების მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულებში გამწესდა.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და .. სულ 33 ). 

აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს

არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით, მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

Comments
Loading...