საქართველო პარიზის ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე TOP RESA IFTM 2018 მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო B2B შეხვედრები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საფრანგეთის  ტურისტული,  მარკეტინგული კომპანიების და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანგულ ონლაინმედია პორტალებზე, ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიაში გეგმავს სარეკლამო რგოლების განთავსებას, ასევე ფრანგი ჟურნალისტებისთვის საქართველოში მედიატურების მოწყობას.

პარიზის ტურისტულ გამოფენას მთელი მსოფლიოდან 32 ათასზე მეტი ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი დაესწრო. გამოფენაზე 1700-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

პარიზის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი,  მთის კურორტების განვითარების კომპანია, ვიზიტ ჯორჯია, თრეველშოპი, მიმინო

თრეველი, პრომეთეა ვოიაჟი, ჯი თი გრუპი, კავკასუს თრეველი. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.

Comments
Loading...