საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით, 186 წევრ ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა

13

“საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი უსწრებს. ასევე ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ეფექტური მმართველობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 72.12 %-ი დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყნას, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.” – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა მსოფლიო ბანკის ანგარიშის შეფასებისას.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, წინსვლა გვაქვს თითოეული პარამეტრის მიხედვით და არც ერთში არ გვაქვს ჩავარდნა.

“საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ამას ავტორიტეტული და ობიექტური საფინანსო ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ინდიკატორში 17 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო ბანკის 186 წევრ ქვეყანას შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით 19-ეა ევროპის საუკეთესო ოცეულში.

ამ მაჩვენებელს გააჩნია 6 სხვადასხვა პარამეტრი, მსხვილი პარამეტრი და ამ პარამეტრების მიხედვით, ყველგან სრული გაუმჯობესება გვაქვს, 6-დან 6-ში. 2007-12 და 2017 წლების მონაცემებია ერთმანეთან შედარებული თითოეულ პარამეტრში ყველგან 2007 წელთან მიმართებაში 2012 უკეთესი იყო და 2012 წელთან მიმართებაში 2017 უკეთესი შედეგები გვაქვს, ანუ ყველა წინა მაჩვენებელს 2017 წლის მაჩვენებელი აღემატება თავისი შედეგიანობით.ეს კვლევა მოიცავს როგორც კორუფციის ყველა დონეზე შესაძლებლობას ასევე ე.წ. ელიტარულ კორუფციას.

ამ მაჩვენებლის მიეხედვით საქართველოს აქვს 100%-იან შკალაზე 77,20% , რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია ერთის მხრივ წინა წლებს რომ შევადაროთ და მეორე მხრივ მან გადაუსწრო პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას და ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცეში ესტონეთი უსწრებს.ჩვენ ვუსწრებთ ორივე ჩვენს მეზობელ ქვეყანას და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მაჩვენებელი, სადაც ჩვენ გვაქვს სხვაზე ნაკლები, აზერბაიჯანზე უკეთესი, მაგრამ სომხეთზე უარესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის არ არსებობა და ტერორიზმი. პოლიტიკური სტაბილურობა, ტერორიზმის და ძალადობის არ არსებობა.

ეს ინდიკატორი არსებობს და ამ ინდიკატორს ჩვენ ჩამოვრჩებით სომხეთს ანუ მათ პოლიტიკური სტაბილურობა უფრო მეტად არის, ამას ობიექტური მიზეზები აქვს… ჩვენ “ვარდების რევოლუცია” გვქონდა და მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო ვართ ჩვენ უკან, რაც კარგი ნამდვილად არ არის, თუმცა სხვა ნებისმიერი პარამეტრით, რომ ავიღოთ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც თუნდაც იგივე, კანონის აღსრულებით იქნება ეს კორუფციის კონტროლით იქნება, მმართველობის ხარისხის მიხედვით იქნება თუ სხვა ყველგან ჩვენ საუკეთესოები ვართ რეგიონში და მთლიანობაში რომ ვთქვათ ეს მაჩვენებელი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ევროპის საუკეთესო 20-ში ვართ.” – აცხადებას ვახტანგ ჭარაია.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.

Comments
Loading...