საქართველო ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე IBTM World წარსდგა

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM World-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე 500-მდე შეხვედრა და 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა. ბარსელონაში გამართული გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ახალ პრეზიდენტთან ჯეიმს რისთან და ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ბარსელონაში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 141 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

Comments
Loading...