- Advertisement -

საქართველოში VR რეგიონული სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება

14

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში კომპანია EON Reality – სთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს რეგიონალური VR (ვირტუალური რეალობის) სასწავლო ცენტრის კონცეფციას. ამის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია EON Reality – ის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელიც სინგაპურში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამჟამად განიხილება საქართველოსა და EON Reality – ს შორის აღნიშნულ ცენტრში თანაინვესტირების შესაძლებლობა, სადაც კომპანიის კაპიტალი ორჯერ მეტი იქნება. ამასთან, აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გადამზადების სამთავრობო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მოხდება იმ დარგებში გადამზადება, სადაც VR მეთოდი ეფექტური იქნება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება, რომ უცხოელმა ტრენერებმა და ექსპერტებმა სწავლება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ VR ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც დაფარავს.

Comments
Loading...