საქართველოში IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი: საქართველომ ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობისთვის

9

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა:

„ფინანსური სექტორი საქართველოში წარმატებულია, ეს ჯანსაღი სტრუქტურაა, კარგი ზედამხედველობით. პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული სარეზოლუციო-კანონი კიდევ უფრო ძლიერს ხდის ფინანსურ სექტორს. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ამასთან ძალიან კარგად მოახდინა ექსპორტის დივერსიფიკაცია.

იმედია ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ საჭიროა ეკონომიკური ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სერვისისა და წარმოების სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობისთვის დღეს განათლების სფერო პრიორიტეტულია, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებას`, -აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი.

სელიმ ჩაკირის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.

Comments
Loading...