საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა, 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით უნდა ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი

25

საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

ასევე, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩამოსვლის მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა – https://bit.ly/3eihjq4

Comments
Loading...