- Advertisement -

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

10

საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, – შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა კომპანიის მენეჯმენტთან გამართა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მისცა.

ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და ჩინეთის საერთაშორისო იმორტის ფორუმს, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელ საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის” გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრად იგანვითარების მინისტრი გიორგიქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

Comments
Loading...