- Advertisement -

საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი დაიწყება

11

2019 წლის იანვრიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ხუთშაბათს 8 ნოემბერს, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და “ექსპერტიზ ფრანსი” იწყებენ საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს.

ამ ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე მისი აღმატებულება, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე. საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქ-ნი მარისოლ ტურენი ასევე მონაწილეობს კონფერენციაში, საფრანგეთში საპენსიო რეფორმების გამოცდილების გასაზიარებლად.

საპენსიო სისტემაში დაგროვებითი, მეორე სვეტის შემოტანა მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოს მთავრობისა და ქართული საზოგადოებისათვის. 2019 წლის 1 იანვრიდან შემოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის მდგრადი პენსიის უზრუნველსაყოფად. სისტემა თანაბრად დაფინანსდება დამსაქმებლის, დასაქმებულის (თვითდასაქმებული მიიჩნევა როგორც დასაქმებული და დამსაქმებელი) და სახელმწიფოს მიერ. ზაფხულში კანონის მიღებამდე, მხოლოდ ასაკობრივი მინიმუმის სვეტი იყო უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის პირებისათვის. ეს სვეტიც შენარჩუნდება და მოხდება მისი გადაფასება.

საპენსიო რეფორმის ფარგლებში ახლად შექმნილი საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შენატანების შეგროვებას, საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას, ბენეფიციარებზე გასაცემი პენსიების გამოთვლას და გაცემას. საბოლოოდ რეფორმა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პენსიას დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის და ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ბაზრის განვითარებას.

საფრანგეთს განვითარების სააგენტო (AFD) უერთდება ამ რეფორმას ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით 500 000 ევროს ოდენობით. ორი წლის განმავლობაში პროექტი განხორციელდება “ექსპერტიზ ფრანსის“ მიერ. ეს დიდი გამოწვევაა საქართველოში ფრანგული ინსტიტუციებისათვის, რადგან ეს არის საფრანგეთს განვითარების სააგენტოს პირველი პროექტი სოციალური დაცვის სფეროში საქართველოში, და ასევე პირველი პროექტი “ექსპერტიზ ფრანსისათვის” ქვეყანაში.

ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საპენსიო სააგენტოს გაუწევს დახმარებას სხვადასხვა საკითხებში, კერძოდ:

– სააგენტოს საორგანიზაციო საკითხები (სააგენტოს პერსონალის აყვანა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება, იურიდიული და ინსტიტუციონალური დახმარება); ასევე

– პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში.

საფრანგეთს განვითარების სააგენტო აერთიანებს ფრანგულ (ხანდაზმულობის დაზღვევის ეროვნული სალარო, თვითდასაქმებულთა სოციალური დაცვის ეროვნული სალარო, საპენსიო სარეზერვო ფონდი) და ევროპულ (ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ევროპული სააგენტოების ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, ლიტვის სოციალური დაცვის ეროვნული სალაროს ექსპერტი) საჯარო გამოცდილებას პენსიის და სოციალური დაცვის საკითხებში.

8 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე შესაძლებელი იქნება საფრანგეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება საპენსიო პოლიტიკის სფეროში, საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის მონაწილეობით. “ექსპერტიზ ფრანსის” მიერ წარმოდგენილი იქნება ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, ისევე როგორც სხვადასხვა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.

საფრანგეთს განვითარების სააგენტო, საჯარო და სოლიდარული ფინანსური ინსტიტუცია, საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ცენტრალური ფიგურაა. იგი ერთვება პროექტებში, რომლებიც კონკრეტულად აუმჯობესებენ მოსახლეობების ყოველდღიურობას განვითარებად და ზღვისიქითა ქვეყნებში. სააგენტო მოღვაწეობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგია, ჯანდაცვა, ბიომრავალფეროვნება, წყალი, ციფრული ტექნოლოგიები, განათლება – საფრანგეთს განვითარების სააგენტო ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მდგრადი საერთო მსოფლიოს ჩამოყალიბებას. მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან (მგმ). წარმოდგენილი 109 ქვეყანაში 85 სააგენტოს სახით, საფრანგეთს განვითარების სააგენტო ახორცილებს 3600 განვითარების პროექტს. 2017 წელს, მან გამოყო 10,4 მილიარდი ევრო ამ პროექტების დასაფინანსებლად. http://www.afd.fr

საფრანგეთს განვითარების სააგენტო საქართველოში წარმოდგენილია 2016 წლიდან და მხარს უჭერს მთავრობის პრიორიტეტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ენერგიის, სოფლის მეურნეობის და ურბანული განვითარების სფეროებში, სადაც მისი ჩართულობის მოცულობა 125 მილიონ ევროს შეადგენს.

“ექსპერტიზ ფრანსი”, საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის საჯარო სააგენტო, შექმნილი 2015 წელს სამინისტროების სხვადასხვა ოპერატორების გაერთიენების შედეგად, მის მიერ განხორციელებული საველე მისიებით, მონაწილეობს განვითარების პოლიტიკისა და საერთაშორისო სოლიდარობის მიზნების მიღწევაში. “ექსპერტიზ ფრანსის“ მისიაა უპასუხოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ საჯარო პოლიტიკის ხარისხი და მიიღონ მათ წინაშე არსებული გარემოს დაცვის, სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები.

სააგენტო ახორციელებს საინჟინრო და შესაძლებლობების გაზრდის მისიებს, მობილიზებას უკეთებს ტექნიკურ ექსპერტიზას და ასრულებს პროექტების შემაკავშირებლის როლს, იყენებს რა საჯარო და კერძო გამოცდილებასა და ცოდნას. საქმიანობის 148 მილიონ ევროიანი მოცულობით, 500 პროექტით 100 ქვეყანაში, ჩატარებული ექსპერტიზის 63000 დღით “ექსპერტიზ ფრანსი” ახორციელებს მის საქმიანობას სოლიდარობის პოლიტიკის და ფრანგული ეკონომიკური დიპლომატიის ჩარჩოებში. “ექსპერტიზ ფრანსისათვის” გამოცდილების გაზიარება მისი საქმიანობის ქვაკუთხედია; ამგვარად იგი ავრცელებს სამუშაო მეთოდების, იურიდიული და ეკონომიკური ნორმების, მართვისა და ეკონომიკური განვითარების ფრანგულ და ევროპულ ხედვას. https://www.expertisefrance.fr/

Comments
Loading...