- Advertisement -

საქართველოში, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ფორუმი ტარდება

10

პირველად საქართველოში, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) მხარდაჭერით მასშტაბურიფორუმი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეების სიტყვითმიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

დღიანი ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით და International Congress and Convention Association -ს ჩართულობით იმართება.

ღონისძიებაზე 9 საერთაშორისო სპიკერია წარმოდგენილი. მომხსენებლებს შორის არიან: საერთაშორისო კონგრესებისა დაკონვენციების ასოციაციის პრეზიდენტი: ნინა პრეტორიუსფრეიზენი და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურიხელმძღვანელები: სენტილ გოპინატი და ელიფ ბალჩი. ფორუმში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრიკომპანიები მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში, შემდეგი მთავარი საკითხები განიხილება:

  • შეხვედრებისინდუსტრიის მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით.
  • გლობალურიშეხვედრების ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევები და ტენდენციები.
  • საერთაშორისოდა ადგილობრივი ასოციაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობა.
  • გლობალურიშეხვედრების ინდუსტრიის სტრატეგიული წინსვლა.
Comments
Loading...