საქართველოში რიგით მეორე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი იმართება

13

“საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა” (GAACC) და “საქმიან ქალთა გაერთიანების” (UBL) ორგანიზებით “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” იმართება.

ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება არის თემა, რომლის გარშემო სასაუბროდ იკრიბებიან სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმში მონაწილეობას იღებს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი და სხვა მაღალი რანგის სამთავრობო პირები.

ფორუმის მთავარი მიზანია, საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო – პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო საინვესტიციო პოტენციალით. ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორები დელეგატებს სთავაზობენ ერთგვარ საერთაშორისო პლატფორმას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველად სტუმრობს მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი. “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის” მოწვეული 10-მდე სპიკერი და საპატიო სტუმარი საუბრობს ფინანსური, სოციალური და გარემოს დაცვითი თემების შესახებ.

Comments
Loading...