- Advertisement -

საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი მიმდინარეობს

18

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge მიმდინარეობს ღონისძიება თბილისში 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროცნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. ფორუმის მთავარი სპიკერია Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვალავი და მწერალი რიჩარდ ბანგსი. სპიკერებს შორის არიან:

“National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, სპიკერებს შორისაა რიჩარდ მაკნიფი, კორპორაცია Microsoft-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და აპლიკაცია Steller-ის დამფუძნებელი, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები.

ღონისძიებას ესწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები. ფორუმზე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-25 სტარტაპია წარმოდგენილი. გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი მონაწილეებისგან შედგება. ღონისძიება ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება:

1. სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გამოცდილებას. მოეწყობა სადისკუსიო პანელები, მასტერკლასები და ა.შ 2. სტარტაპების შეჯიბრი. მონაწილეობას მიიღებს წინასწარ გადარჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და თითქმის ყველა კონტინენტიდან. 3. სხვადასხვა ქვეყნის და ადგილზე წარმოდგენილი “ენჯელ ინვესტორების”, “ვენტურ კაპიტალისტების” და სხვა ინვესტორების შეხვედრა, მრგვალი მაგიდა და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარება. 4. ინვესტორთა და სტარტაპთა “მეტჩაპი” და B2B შეხვედრები. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება. პროექტს შეუძლია საქართველოს მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი შესძინოს, როგორც ტურიზმის სფეროში სტარტაპების მნიშვნელობის დამფასებელი, ინოვაციებზე ორიენტირებული ქვეყანა.

Comments
Loading...