საქართველოში ელექტრონული პირბადეების წარმოება იწყება

23

საქართველოში პირველად, ვირუსული ინფექციებისგან დამცავი ელექტრონული ნიღაბის წარმოება იგეგმება. იდეის ავტორმა დავით მიზანდარმა მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღბის პირველი პროტოტიპი, 3D პრინტერის საშუალებით დაბეჭდა. მასზე მუშაობა თებერვლის ბოლოს დაიწყო.

დავით მიზანდარის თქმით, მან დააკავშირა ჰაერის ფილტრაციის/სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი: ჰეპა ფილტრი, ჰაერის იონიზატორი და ულტრაიისფერი ნათება. რომლებიც დიდი ხანია, პრაქტიკაში და სხვადასხვა აპარატურაში გამოიყენება. კონკრეტული მოდელი უკვე დამზადებულია პროფესიული ნიღბისთვის რომელიც ერთი დამუხტვით 8 საათის განმავლობაში მუშაობს.

ვირუსებისგან დაცვის რამდენიმე მექანიკური ბარიერი, მთლინად ანეიტრალებს ვირუსის მოქმედებას და უკარგავს რეპროდუქციის უნარს.

„ელექტრონულ პირბადეებს ისე ვამზადებთ, რომ მისი წარმოება საქართველოში მაქსიმალურად მარტივი იყოს, პრეს-ფორმით დავამზადებთ მის გარეთა კონსტრუქციას. ყველა დანარჩენი ნაწილი ჩამოვა საზღვარგარეთიდან, ჩვენ შევუკვეთეთ რამდენიმე სატესტო პროდუქცია, რომელიც უკვე გზაშია. “- , აცხადებს დავით მიზანდარი.

მისი თქმით, სამედიცინო მუშაკებისთვის დამზადდება პირბადის კიდევ ერთი ვერსია, რომლითაც მოხდება ექიმის მიერ გამოსუნთქული ჰაერის გასტერილება , რომ ექიმმა შემთხვევით არ გადასდოს ინფექცია მის კოლეგებს ან პაციენტებს. წარმოებაში ჩაშვებამდე პროტოტიპის გამოცდა მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში, წარმატებული ტესტის შემდეგ, რომ ელექტრონიღაბი ნამდვილად მუშაობს, შემდეგი ნაბიჯი მისი იმპლემენტაციაა.

Comments
Loading...