- Advertisement -

საქართველოში განხორციელებული პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2017 წელს 1888.8 მლნ. დოლარი შეადგინა

43

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

საქსტატმა ასევე დააზუსტა 2013-2016 წლებში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. 

2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.9 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს რეინვესტირებული თანხების წილს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2013-2017 წლებში.

Comments
Loading...