საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის თეიმურაზ  ლეჟავას თაოსნობით  ქართული კერძი “შქმერული” იაპონური Family Mart-ის ქსელში გაიყიდება

27

დღეს, იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. შქმერული Family Mart-ის  ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება.

მნიშვნელოვანია, რომ  შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული  იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, აქტიურად არის ჩართული ქართული კერძებისა და სასმელის პოპულარიზებაში იაპონიაში და მისი ძალისხმევით მოხერხდა სწორედ, ასეთი პოპულარული და  მასშტაბური  საცალო მოვაჭრის დაინტერესება ქართული კერძით . როგორც იაპონიაში ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენის და მოვლენას ისტორიულს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო, მან ცოტა ხნის წინ, სწორედ დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვისა და იაპონიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შედეგად მიიღო.

Comments
Loading...