საქართველოს პრემიერი China Tianchen Engineering Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა

512

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მზარდ დინამიკას და აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმდინარე პროექტს – “გარდაბნის თბოსადგური 2”, რომლის მშენებლობასაც China Tianchen Engineering Corporation ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გარდაბნის თბოსადგური იქნება კიდევ ერთი ახალი ენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

TCC-ი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომლის საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცეპრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.

Comments
Loading...