- Advertisement -

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 31.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

7

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 31.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 31.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო – 9.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2018 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 330.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

Comments
Loading...