საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

8

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს. პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პრიდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებენ.

ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.

Comments
Loading...