- Advertisement -

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

7

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილა.

ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წელთან შედარებით, 170.6 მლნ. ლარით მეტია და 12 მლრდ 611.6 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ასიგნებები 270 მლნ ლარით იზრდება და 12 მლრდ 729.7 მლნ ლარს მიაღწევს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, მომავალ წელს იგეგმება 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სამიზნე ინფლაცია 3%-ით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,7%-ით განისაზღვრა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

“წარმოდგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს; გვაქვს გარკვეული შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...