- Advertisement -

საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მილიონი ლარი შეადგინა

7

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მლნ. ლარი შეადგინა. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 819,9 მლნ. ლარი დაიხარჯა.

2017 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ. ლარი შეადგინა.

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი იყო.

Comments
Loading...