საუდის არაბეთმა კომპანია Saudi Aramco 1,7 ტრილიონ აშშ დოლარად შეაფასა

4

მსოფლიოს უდიდესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ Saudi Aramco, თავისი ლისტინგისთვის შეფასების დიაპაზონი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთის ნაციონალური კორპორაციის ღირებულება 1,6-დან 1,7 ტრილიონ აშშ დოლარამდე არის შეფასებული. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

აქამდე ერ-რიადში აცხადებდნენ, რომ IPO-ს მიხედვით 2 ტრილიონ აშშ დოლარიან შეფასებას ელოდნენ.

განახლებულ ინფორმაციაში, რომელიც კომპანიამ კვირას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნდა, Saudi Aramco იუწყება, რომ თავისი აქციების 1,5%-ის გაყიდვას აპირებს, რაც დაახლოებით 3 მილიარდ აქციას უდრის. ამგვარად, ნავთობისა და გაზის გიგანტი კომპანია 25,6 მილიარდი აშშ დოლარის მიზიდვას აპირებს. განთავსებული აქციების საბოლოო მოცულობა 5 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამგვარად, Aramco-მ შესაძლოა მოხსნას ჩინური გიგანტი კომპანია Alibaba-ს მიერ მიზიდული 25 მილიარდ აშშ დოლარიანი მაჩვენებელი.

საუდის არაბეთი Saudi Aramco-ს IPO-ს განიხილავს, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გეგმების საკვანძო ეტაპად ეკონომიის დივერსიფიკაციის საკითხში. Aramco-ს IPO-დან მიღებული შემოსავალი საუდის არაბეთის ნაციონალურ კეთილდღეობასა და სახელმწიფო პროგრამა – Vision 2030-ის დაჩქარებას მოხმარდება. Vision 2030 – ეს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმაა, რომელმაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულებაც უნდა შეამციროს.

16 ბანკს შორის, რომლებიც Saudi Aramco-ს IPO-ს მომზადებაში იღებენ მონაწილეობას, კომპანიის შეფასების დიაპაზონი 1,1-დან 2,5 ტრილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს, ხოლო საშუალო ღირებულებამ 1,75 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...