საუდის არაბეთის პრეტენზიების გამო, Netflix-მა Hasan Minhaj: Homecoming King-ის ერთ-ერთი ეპიზოდი წაშალა

9

კომპანიამ Netflix წაშალა სერიალის Hasan Minhaj: Homecoming King ერთ-ერთი ეპიზოდი. საუბარია სერიის შესახებ, რომელშიც ფილმის გმირი აკრიტიკებს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, რაც გასულ წელს მოხდა.

ამასთან, მთავარი გმირი აკრიტიკებს საუდის არაბეთის სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას, სიკვდილით დასჯილების დიდ რაოდენობას, იემენის ტერიტორიაზე ომში საუდის არაბეთის სამხედროების მონაწილეობას.

სერიამ საუდის არაბეთის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ეს ეპიზოდი არღვევს ამ ქვეყნის კანონს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც ითვალისწინებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთასა და მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას.

შედეგად, Netflix-მა სერიალიდან აღნიშნული ეპიზოდი, რომელიც საუდის არაბეთს ეხებოდა, წაშალა. კომპანიაში განაცხადეს, რომ თვითგამოხატვის თავისუფლებას ნორმად მიიჩნევენ, თუმცა სასჯელის გამო, იძულებულნი იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ.

სერიალი ხელმისაწვდომია აშშ-ში, თუმცა არ არის ხელმისაწვდომი საუდის არაბეთში.

Comments
Loading...