საუდის არაბეთის განცხადებით, 2019 წლიდან, ნავთობის ფასი ბარელზე 60-70 აშშ დოლარი გახდება

9

2019 წლის შუაში, ნავთობის ფასი ბარელზე 60-70 აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ საუდის არაბეთის კომპანია Arab Petroleum Investment Corp.-ის კვლევაშია აღნიშნული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასის დაცემა ნავთობზე 2018 წლის ბოლოსთვის საშინელმა გეოპოლიტიკურმა ფონმა გამოიწვია, მაკროეკონომიკურ ი სურათის გამო და აშშ-ში, საუდის არაბეთსა და რუსეთში წარმოების შემცირებამ.

კვლევის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ დროისთვის, როდესაც აშშ-ში წარმოება ძლიერი იქნება 2019 წელს, OPEC+ის მიერ მოპოვების მოცულობები ბაზარს მომენტალურად ვერ დააბალანსებს, თუმცა 2019 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 60-70 აშშ დოლარი იქნება.

2018 წლის დასაწყისში, OPEC+ის წევრი ქვეყნები, დღეში ნავთობის მოპოვების 1,2 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი დოკუმენტის მიხედვით კი, ყოველმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვება, 2018 წლის ოქტომბრიდან 3%-ით უნდა შეამციროს.

Comments
Loading...