სასამართლომ, ბიტკოინების სავარაუდო თანაშემქმნელს 4 მილიარდი აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა

8

ამერიკის შტატ ფლორიდაში, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ავსტრალიელი კრეიგ რაიტი იმაში, რომ მან მიითვისა ბიტკოინები, რომელიც თავის საქმიან პარტნიორთან დეივ კლეიმანთან ერთად შექმნა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაიტმა გარდაცვლილი კლეიმანის ნათესავებს უნდა დაუბრუნოს 410 ათასი ერთეული კრიპტოვალუტა, რაც ამჟამინდელი ვალუტის მიხედვით დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი გამოდის.

თავად რაიტმა, სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ წვდომას ვერ მიიღებს იმ ბიტკოინებზე, რომელთა მაინინგიც, პარტნიორთან ერთად 2009-2013 წლებში განახორციელა.

ამასთან, მოსამართლეს, განაჩენის გამოცხადების დროს არ დაუწყია იმ საკითხის გარჩევა, არიან თუ არა რაიტი და კრიპტოვალუტების ლეგენდარული შემქმნელი სატოში ნაკამოტო ერთი და იგივე პიროვნება.

„მე არ ვარ უფლებამოსილი, ვარკვიო, თუ ვინ არის ნაკამოტო და რამდენი ბიტკოინი ჰქონდა მას“, – განაცხადა მოსამართლემ.

რაიტის წარმომადგენელმა ედ პაუნოლმა კი განაცხადა, რომ ახლა უკვე სრულიად ცხადია, თუ ვინ შექმნა კრიპტოვალუტა.

„სხვა შემთხვევაში მას თავიდანვე ამდენი ბიტკოინი ვერ ექნებოდა“, – განაცხადა მან.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიტკოინები რაიტმა შექმნა, ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა. თუმცა, თავად რაიტმა ვერ მოიყვანა საკმარისი დამადასტურებელი საბუთი იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ბიტკოინების შემქმნელი თავად არის.

Comments
Loading...