საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – “ინტერნეტსივრცეში ყალბი ვებგვერდი შეიქმნა”

7

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს.

„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარბელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, ასევე მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ რომ ეს თაღლითური სქემაა.

საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარბელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს”, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაგდა კოტრიკაძე.

Comments
Loading...