საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 5,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

5

უკრაინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება სატელეფონო საუბრის ფარგლებში იქნა მიღწეული, რომელიც 7 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტ კრისტალინა გეორგიევნას შორის შედგა. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკის პრესსამსახური იუწყება.

„უკრაინის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ პროგრამას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ და ქვეყნის ეკონომიკა გადაიყვანოს უფრო სწრაფ, მდგრად და ყოვლისმომცველ ზრდაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებმა უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი სამ-წლიანი შეთანხმება 5,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა.

კიევს იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, წლის დასასრულამდე დახმარების ახალი პაკეტის შესახებ მიაღწევდა შეთანხმებას. თუმცა, ახალი დახმარების მისაღებად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისგან მთელი რიგი პირობების შესრულებას ითხოვდა. მათ შორის აქტიური ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმებას.

Comments
Loading...