საერთაშორისო სავალუტო ფონდი ”პრივატბანკის” ნაციონალიზაციას მხარს უჭერს

568

უკრაინული „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია ქვეყნის სტაბილურობის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის საბანკო სისტემასა და საზოგადოებას შორის ნდობა შენარჩუნებული იყოს.

„გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთ-ერთი უმსხვილეს ბანკს სახელმწიფო საკუთრებაში გადასცემს გამართლებულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს მათ ბანკის ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი იყოს…“,-განაცხადა ლაგარდიმ.

კვირას, 18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის “პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია გადაწყვიტა.

ბანკის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერი, იგორ კოლომოისკია- უკრაინელი მილიარდერი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ვალერია გუნტარევამ დეკემბრის დასაწყისში, პირობა დადო, რომ “პრივატბანკის” შესახებ გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე, რეკაპიტალიზაციის პროგრამის გადამოწმების შემდეგ მიიღებდა.

გამოცემა “Экономическая правда” -ს ბანკის ნაციონალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ მხარეებთან დაკავშირებულ სესხებს უკავშირდება. ცენტრალური ბანკი რეკაპიტალიზაციას არ ეთანხმება და საკითხის განხილვას მოითხოვს.

Comments
Loading...