საერთაშორისო თემატურ ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა

3

13 მაისს, საერთაშორისო თემატურ ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის “მცხეთის ისტორიული ძეგლებისა” და მისი კულტურული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების დაცვისა და გამოყენების სამომავლო ნაბიჯების განხილვა იყო.

ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხელისუფლების,საპატრიარქოსა და იუნესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამხანაგობა “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ, რომელიც მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებაზე მუშაობს დამსწრეებს ამხანაგობის საქმიანობა, განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო ხედვები გააცნო. მან, ასევე, ექსპერტებს წარუდგინა ხედვა – “მცხეთა 2030”.

აკაკი ზერეკიძემ ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე რომელზეც მისი გუნდი იმყოფება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ხედვებისა და მოსაზრებების გაზიარება.

შეხვედრა ორგანიზებული იყო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/ICOMOS/ICCROM/IUCN-ის რელიგიური ინტერესის მქონე მემკვიდრეობის საორგანიზაციო ჯგუფთან კოორდინაციით.

Comments
Loading...