საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან 9 თვეში 8,7%-ით გაიზარდა

16

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს ტურიზმის 2019 წლის სექტემბრის სტატისტიკას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 917 044 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (892 463) 24 581-ით ანუ 2,8%-ით მეტია.

2019 წლის სექტემბერში საქართველოს 784 280 საერთაშორისო ვიზიტორი (ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტი) ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (763 529) 20 751-ით ანუ 2,7%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის სექტემბერში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. რუსეთი – 147 425 კლება 38 334 / -20,6%
2. აზერბაიჯანი – 145 442 მატება 6 692 / +4,8%;
3. სომხეთი – 128 670 მატება 9 634 / +8,1%;
4. თურქეთი – 96 748 მატება 7 454 / + 8,3%;
5. უკრაინა – 28 231 მატება 6 083 / +27,5%;
6. ისრაელი – 26 841 მატება 6 449 / +31,6%;
7. ირანი – 17 243 კლება 10 476 / -37,8%;
8. გერმანია – 15 717 მატება 4 433 / +39,3 %;
9. პოლონეთი – 14 291მატება 2 625 / +22,5%;
10. ყაზახეთი – 12 286 მატება 5 095 / +70,9%;
11. ბელარუსი – 10 074 კლება 259 / -2,5%;
12. საუდის არაბეთი – 6 724 მატება 2 424 / +56,4%;
13. აშშ – 6 592 მატება 1 191 / +22,1%;
14. ჩინეთი – 5 737 მატება 1 920 / + 50,3%;
15. გაერთიანებული სამეფო – 5 533 მატება 1 674 / +43,4

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 7 237 560 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (6 788 377) 449 183-ით ანუ 6,6%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 5 982 811 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (5 647 109) 335 702-ით ანუ 5,9%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. რუსეთი – 1 205 974 მატება 96 268 / +8,7%;
2. აზერბაიჯანი – 1 169 831 მატება 74 984 / +6,8%;
3. სომხეთი – 993 144 მატება 37 068 / +3,9%;
4. თურქეთი – 907 350 მატება 15 599 / +1,7%;
5. უკრაინა – 164 825 მატება 23 644 / +16,7%;
6. ისრაელი – 150 997 მატება 29 499 / +24,2%;
7. ირანი – 109 102 კლება 133 637 / -55,1%;
8. ყაზახეთი – 74 794 მატება 26 981 / +56,4%;
9. გერმანია – 72 074 მატება 19 786 / +37,8%;
10. პოლონეთი – 69 924 მატება 14 782 / +26,8%;
11. საუდის არაბეთი – 69 074 მატება 21 643 / +45,6%;
12. ბელარუსი – 56 098 მატება 5 010 / +9,8%;
13. ინდოეთი – 39 995 მატება 2 059 / +5,4%;
14. აშშ – 36 966 მატება 4 015 / +12,2%;
15. ჩინეთი – 34 901 მატება 11 460 / +48,9%.

Comments
Loading...