საგარეჯოში ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის საწარმო აშენდება

18

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმო აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება. საწარმო აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, რაც პროდუქციის მაღალ ტექნოლოგიურ დამუშავებას უზრუნველყოფს და ამავდროულად პროდუქცია ყველა ბუნებრივ და სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 120 ტონა პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს და მზა პროუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე მოახდენს.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს “ჯეო-ორგანიკს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადასცა.

Comments
Loading...