- Advertisement -

საბაჟო სფეროში დეკლარირების ახალი ფორმა ინერგება

32

ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში, რაც უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის – თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა, საბაჟო ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს გარანტიის ახალი სახით – თავდებობით, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

Comments
Loading...