რუსული VTB ბანკის ბრიტანული განყოფილება, Brexit-ის წინ კაპიტალს მეოთხედით შეამცირებს

5

რუსული საბანკო ჯგუფი VTB, ლონდონში არსებულ საკუთარ შტატში შემცირებებს გეგმავს, ვინაიდან მას სურს თავიდან აიცილოს ის პოტენციური პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ბრექსითს მოჰყვეს. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში ბანკის პირველმა მოადგილემ იური სოლოვიევმა განაცხადა.

მომდევნო წლის მიწურულს, VTB Capital Plc-ის შტატი 140 ადამიანამდე შემცირდება, ხოლო კომპანიის ამჟამინდელი კაპიტალისგან, რომელიც ამ ეტაპზე დაახლოებით 1,4 მილიარდი აშშ დოლარია, მეოთხედი დარჩება. აგრეთვე შემცირდება ბრიტანული VTB-ის კაპიტალი, ვინაიდან ბანკს თავისი აქტივები რუსეთსა და ფრანკფურტში გადააქვს.

ჯერ კიდევ მაისში, ბანკის შტატი ლონდონში 250 დამიანისგან შედგებოდა, ხოლო სანქციების ამოქმედებამდე მათი რაოდენობა ყველაზე ბევრი – 500 ადამიანი იყო.

ამასთან, როგორც სოლოვიევი აცხადებს, ბანკის ბრიტანული შტატი უარს აცხადებს საკრედიტო ბიზნესზე, ვინაიდან ვერ მოახერხა მოეპოვებინა ადგილობრივი დაფინანსება.

Comments
Loading...