რუსეთში, Gloria Jeans-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

3

Victoria’s Secret-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შარენ ტერნმა რუსეთში Gloria Jeans-ის ანალოგიური თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ტერნი ახლა რიტეილერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილს იკავებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

კომპანიის გენერალური დირექტორი 28 ოქტომბერს ალინა სკიბა გახდა. იგი კომპანიას სათავეში 2006-2013 წლებში ედგა.

ტერნი Gloria Jeans-ის დირექტორი 2018 წელს გახდა. მანამდე იგი თითქმის 16 წლის განმავლობაში მუშაობდა Victoria’s Secret-ში.

Gloria Jeans 1988 წელს დაარსდა ვლადიმირ მელნიკოვის მიერ. 2018 წელს ქსელის მოგებამ 47 მილიარდი რუბლი შეადგინა. რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში, მელნიკოვი 151-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება Forbes-ის მიერ 700 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Comments
Loading...