- Advertisement -

რუსეთში საწვავის საბითუმო ფასი 7%-ით გაიზარდა

58

რუსეთში, მაისის ბოლოდან, პირველად, საწვავის ფასები ერთ კვირაში 7%-ით გაზარდა, მაშინ როდესაც მთავრობამ საწვავის ფასის სტაბილიზაციის ზომები მიიღო. ეს დაკავშირებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რემონტთან.

10-17 აგვისტოს ვაჭრობისას, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე საწვავის საბითუმო ფასები 6,72%-ით გაიზრდა (1 ტონაში 46,137 ათასი რუბლი).

პირველად, საწვავზე ფასის ზრდა მაისში დაფიქსირდა, როდესაც მთავრობამ მიიღო საგანგებო ზომები, რათა შეეჩერებინა საწვავის ზრდა. 

"სავაჭრო ბირჟის ანალიტიკოსის" გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ ტურუკალოვმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა ნავთობკომპანიების მიერ მათი პროდუქციის შემცირებას, რუბლის შესუსტებასა და საექსპორტო პარიტეტების ზრდას შეუწყო ხელი. 

"საწვავის რეალიზაციის მასშტაბი ბირჟაზე საგრძნობლად დაეცა. ამასთან, ბაზარზე საწვავზე დიდი მოთხოვნაა, რადგან მიუკერძოებელი მოთამაშეები პროდუქციას ამარაგებენ საშემოდგომო ნავთობმწარმოებელი ქარხნების რემონტისთვის…

სიტუაცია უეცრად კონტროლიდან გამოვიდა. ამის მიზეზი ნავთობმომმარაგებლების მხრიდან ვიცე პრემიერის დმიტრი კოზაკის ბრძანების შეუსრულებლობა გახდა. ბრძანება შიდა ბაზარზე წინა წელთან შედარებით დამატებით 3% საწვავის მიწოდებას ეხებოდა. ფაქტობრივად, ახლა რუსეთში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ნაკლები ბენზინი იყიდება." – აღნიშნავს ის.

Comments
Loading...