რუსეთში, მიუხედავად დაბლოკვისა, Telegram-ის აუდიტორია წლიურ რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა

5

მიუხედავად დაბლოკვისა, მობილური აპლიკაცია Telegram-ის აუდიტორია რუსეთში კვლავ ზრდას განაგრძობს. მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა აპრილის რეკორდულ მაჩვენებელს.

2018 წლის ოქტომბერში, მობილური აპლიკაცია Telegram-ის რუსულმა აუდიტორიამ თითქმის 3,4 მილიონი ადამიანი შეადგინა 12-დან 64 წლამდე, რომლებიც ისეთ ქალაქებში ცხოვრობენ, რომელთა მოსახლეობაც აღემატება 100 ათას ადამიანს.

აღნიშნული მაჩვენებლები კვლევითმა ჯგუფმა Mediascope გამოაქვეყნა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, მობილური აპლიკაცია Telegram-ის რუსული აუდიტორიის მაჩვენებელი 9,3 მილონ ადამიანს მიუახლოვდა.

მობილური აპლიკაციების შესახებ აღნიშნულ მოკვლევას ცენტრი გასული წლიდან მოყოლებული ახორციელებს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შესაძლებელი გახდა მონაცემების ერთმანეთთან შედარება.

გასულ წელს, ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 2,2 მილიონი ადამიანი შეადგინა. ყოველთვიური აუდიტორია მხოლოდ 27%-ით იყო გაზრდილი. ამგვარად, გასულ წელს რუსი მოქალაქეები ყოველდღიურად გაცილებით ხშირად იყენებდნენ მესენჯერის აპლიკაციას.

ამასთან, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში, რუსეთში მესენჯერ Telegram-ის ბევრ მომხმარებელს დაებლოკა აპლიკაციასთან წვდომა.

Comments
Loading...