რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო სასაქონლო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა

9

რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო სასაქონლო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა და 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, 23,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ელჩის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, რუსეთში აშშ მესამე ადგილს იკავებს.

“ეს ფაქტები, რაც ვრცელდება არ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს”, – აცხადებს დიპლომატი.

ანტონოვის თქმით, ამერიკელი მეწარმეები შეშფოთებულები არიან აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, თუმცა ამასთან, მათ არ უნდათ მათთვის სარფიანი რუსეთის ბაზრის დატოვება.

“ამ მოსაზრების დასტური კი ის არის, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სასაქონლო ბრუნვა გაიზარდა”, – აცხადებს დიპლომატი.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ საქმიანი წრეები, ისე, როგორც სხვა არავინ გრძნობენ საკუთარ თავზე იმ კრიზისის შედეგებს, რომელიც რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გაფუჭებას მოჰყვა.

Comments
Loading...