რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

6

რუსეთის ხელისუფლების ლიდერმა დიმიტრი მედვედევმა, უკრაინასთან ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ სანქციებში ერთ-ერთი მთავარი ზომა უკრაინაში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე ნახშირის ექსპორტის აკრძალვაა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, აღნიშნული პროდუქციის რუსეთიდან უკრაინაში შეტანა მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვის მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ აგრეთვე ვაფართოებთ აკრძალვებს რუსეთში უკრაინიდან კონკრეტული სფეროს წარმოების პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი სფეროები, როგორიც არის მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა, მეტალის დამუშავება და სხვა”, – განაცხადა მედვედევმა.

10 აპრილს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გააფართოვა იმ პროდუქციების ჩამონათვალი, რომელთა ქვეყანაში შეტანაც რუსეთიდან იკრძალება. კერძოდ, ეს არის მინის ნაწარმი, ფორმალინი, სარკინიგზო მოწყობილობების ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი აპარატურა და სხვა.

Comments
Loading...