რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს

79

Коммерсантъ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს. რუსული სანქციების ქვეშ შესაძლოა მოყვეს რამდენიმე ასეული უკრაინული იურიდიული და ფიზიკური პირი.

სანქციების პაკეტი პრეზიდენტის ბრძანებულების სახით უნდა დაამტკიცონ, რაც რუსულ ეკონომიკაზე ანტირუსული სანქციების მეშვეობით ნეგატიური გავლენის მოხდენის შესუსტების მიზნით განხორციელებული კონვენციის ნაწილი იქნება. რუსული სანქციების პაკეტის შედგენაზე პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროებია. სამუშაოების კოორდინატორი კი ქვეყნის პირველი ვიცეპრემიერი ანტონ სილუანოვია.

რუსეთში უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტმა 1 აგვიტომდე უნდა მოამზადოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ქვეშ შესაძლოა მოყვნენ უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. მსგავსი შესაძლებლობა 2014 წელსაც განიხილებოდა. რუსულ სანქციების სიაში აგრეთვე შეიძლება მოყვნენ უკრაინელი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები.

Comments
Loading...