რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ტოპ-200-ში შესულ ერთ-ერთ ბანკს ლიცენზია ჩამოართვა

13

რუსეთის ბანკმა, განხორციელებული ოპერაციების გამო, ლიცენზია ჩამოართვა “Тройка-Д Банк”-ს. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ათწლეულების განმავლობაში საკრედიტო ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებებს აქტივების გაყვანასთან დაკავშირებით, რითიც ზიანი ადგებოდა კრედიტორთა და მეანაბრეთა ინტერესებს.

კერძოდ, ბანკი თავის დროზე არ ავრცელებდა ინფორმაციას იმ ოპერაციების შესახებ, რომელიც აუცილებელ კონტროლს ექვემდებარება, აგრეთვე ამცირებდა რეზერვების ფორმირებისთვის საჭირო თანხას და ზრდიდა ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის საჭირო საკუთრების ღირებულებას. აგრეთვე არღვევდა საზედამხედველო ორგანოს მიერ, გარკვეული ოპერაციებისათვის დაწესებული შეზღუდვებს.

“Тройка-Д Банк”-ში დანიშნულია დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც მანამ იქნება მოქმედი, სანამ კონკურსის წესით არ დაინიშნება მმართველი, ან ლიკვიდატორი. ბანკის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებები შეჩერებულია.

Comments
Loading...