რუსეთის ცენტრალური ბანკი ფინანსთა სამინისტროს მესამე დღეა უცხოურ ვალუტას არ ყიდულობს

41

რუსეთის ცენტრალური ბანკი მესამე დღეა ფინანსთა სამინისტროსთვის უცხოურ ვალუტას, შიდა ბაზარზე, არ ყიდულობს. რუბლის დაცემის გამო, ხუთსაბათს, 9 აგვისტოს, ბანკმა უცხოური ვალუტის ყიდვა ორჯერ შეამცირა, ხოლო 10,13, 14 საერთოდ არ უყიდია. 

აშშ-ის სანქციების ანონსმა რუსული რუბლის კურსის დაცემა და რუსული საფონდო ბორჟის დაცემას გამოიწვია. ცენტრალურმა ბანკმა ასეთი სედეგი ბუნებრივად მიიჩნია და აღნიშნა, რომ შეუძლია ფინანსური საფრთხის თავიდან აცილება. 

აშშ-ის მიერ 2018 წლის აპრილში რუსი ჩინოვნიკებისა და ბიზნესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით ცენტრალურმა ბანკმა მაშინაც დროებით შეწყვიტა ვალუტის შესყიდვა რუბლის დასტაბილურების მიზნით.  ამის შედეგად სავალუტო ინტერვენციის დაგეგმილი ჯამი არ შეცვლილა.

ცენტრალური ბანკი ვალუტას შემდეგი პროპორციით ყიდულობს – 45% დოლარი, 45% ევრო და 10-% ფუნტს.  შესყიდულ ვალუტას ნაციონალური ფონდის შესავსებად იყენებენ. 

Comments
Loading...