როლს-როისი, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, სამუშაო ადგილებს 9 000-ით შეამცირებს

20

როლს-როისმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებს 9 000-ით შეამცირებს და ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ ფირმას, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისთვის რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.

ფირმამ, რომელიც თვითმფრინავების ძრავას ამზადებს, განაცხადა, რომ მუშახელის თითქმის მეხუთედით შემცირება ძირითადად სამოქალაქო ავიაკოსმოსურ განყოფილებას შეეხება.

“ეს არ არის ის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ეს არის კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ მოგვიწია ყოფნა”, – განაცხადა უფროსმა ვარენ ისტმა.

სამუშაო ადგილების შემცრება ძირითადად დიდ ბრიტანეთში მოხდება, წერს BBC.

როლს-როისს მსოფლიო მასშტაბით 52 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ბატონმა ისტმა კი BBC-ს განუცხადა, რომ კომპანიამ ჯერ ზუსტად არ იცის, კონკრეტულად სად მოხდება შემცირება, რადგან ჯერ მიმდინარეობს კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

მაგრამ მან თქვა: “სამართლიანი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ სამოქალაქო ავიაკოსმოსური ბიზნესი, დიდ ბრიტანეთში ჩვენ მიერ დასაქმებულთა თითქმის ორ მესამედს მოიცავს.

Comments
Loading...