როგორი იქნება ოქტობერფესტი 2018 წელს – ფაქტები, დეტალები და სტატისტიკა

12

Oktoberfest-ი მასობრივი წამოწყებაა, ეს არის მასშტაბური ღონისძიება თავისი კარვებით, რომლებიც, როგორც წესი, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივლისში იშლება. იქ უამრავი ლუდი და საჭმელია, რომელიც მიუნხენსა და ბავარიაში მზადდება; ასევე ლოგისტიკა და კარგი ორგანიზება, რათა მიიზიდონ ყველა და ყველაფერი იმ ადგილას, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს.

გთავაზობთ საინტერესო და საკვირველ ციფრებს, ფიგურებსა და დეტალებს ოქტობერფესტის შესახებ:

• ბოლო წლების განმავლობაში, ფესტივალისთვის მომზადდა ნახევარი მილიონი შემწვარი ქათამი, 115 000 ღორის ძეხვი და ახლა უკვე ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის განკუთვნილი ათასობით თეფში ისეთი კერძებისა, როგორიც არის პასტა და სალათები;

• რამდენად მასშტაბურია ოქტობერფესტი: ყოველწლიურად ფესტივალს 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს; ოქტობერფესტზე ლუდის ზოგიერთ კარავს 7 000-დან 10 000 ადამიანის დატევა შეუძლია;

• პერსპექტივისთვის, აერობუს 747-ს ფესტივალზე 450 ადამიანი გადაჰყავს; ოქტობერფესტის კარავი იმდენ ადამიანს დაიტევს, რამდენის გადმოყვანაც 15 ან 21 ცალ 747-ს შეუძლია;

• ოქტობერფესტისთვის გამოყოფილ ტერიტორიას Theresienwiese ან უბრალოდ wiesn ჰქვია და მისი ფართობი 420,000 კვ.მეტრია, ანუ 4.5 მილიონი კვ.ფუტი;

• ფესტივალს პერსონალი 12,000-დან 13,000 ადამიანს მოიცავს.

Comments
Loading...