რიგის კონფერენცია 2019 იწყება – რა თემებს განიხილავენ ევროპელი მინისტრები და “ნატო”-სა და ევროკავშირის ექსპერტები

9

11-12 ოქტომბერს რიგის საერთაშორისო კონფერენცია იწყება, სადაც შეიკრიბებიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ევროკავშირისა და “ნატო“-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირის რეფორმებზე იმსჯელებენ.

შეიძლება ევროკავშირმა საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინოს?

“ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის უმსხვილეს ჯგუფად რჩება. ამასთან, პოლიტიკური პლატფორმა ახლა უფრო ფრაგმენტულია, ვიდრე ადრე. გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამ შესაძლებლობას რეფორმირებისა და რეინტეგრაციისთვის Brexit-ის შემდეგ?

როგორ შეიძლება ევროკავშირმა გადალახოს მის წინაშე არსებული რისკები, როგორც ალიანსის შიგნით, ასევე მის გარეთ?“ – ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა.

კონფერენციის პირველ დღეს, 11 ოქტომბერს, ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი ისაუბრებს „ნატო“-ს სამომავლო გეგმების შესახებ.

„70 წლის განმავლობაში, ნატო, თავის წევრ ქვეყნებში, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით წარმატებით ადაპტირდა პოლიტიკური ლანდშაფტების ცვლილების საკითხებთან. ვინაიდან, იზრდება დაუცველი დომენების რაოდენობა, ალიანსის კოლექტიური თავდაცვა კიდევ ერთხელ უნდა ადაპტირდეს.

ათწლეულების განმავლობაში, სწორედ ყოვლისმომცველი თავდაცვა განიხილებოდა არაწევრი ქვეყნების სტრატეგიად. მალე ეს ასე აღარ იქნება. რანაირად შეიძლება, რომ ყოვლისმომცველმა სტრატეგიამ შეავსოს კოლექტიური მიდგომა?“ – ამაზე ისაუბრებენ მოდერატორები პირველ დღეს.

შეგახსენებთ, რომ რიგის კონფერენცია 2019-ის მხარდამჭერი მედიასაშუალება საქართველოდან საინფორმაციო სააგენტო „აიპრესია“. რიგაში მიმდინარე მოვლენებს „აიპრესის“ კორესპონდენტი გააშუქებს.

Comments
Loading...