რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

10

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 8 მარტიდან, 31 მარტის ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.

“Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები:

https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g

Comments
Loading...