რატიანი პლაქვენილზე: ჩვენებაც კარგად ვიცით, უკუჩვენებაც, ასევე როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს

14

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მან სამყარო შეცვალა.

მან ასევე ისაუბრა მედიკამენტ პლაქვენილთან და „რემდესივირ თერაპიასთან“ დაკავშირებითაც.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ. მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, სადაც დაწვრილებით წერია, ვის უნდა დაენიშნოს პლაქველინი და ვის – არა. ასევე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს.

ჩვენი კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, რომელიც იყო მულტიპროფილური, მთავრობის დადგენილებით კარგად იცით, რომ გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთ კლინიკად, ყველაზე მძლავრია, არავის არ ეწყინება, რადგან აქ არიან გაერთიანებული ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სიტყვას ლაპარაკობენ მედიცინაში. ეს დღეს და გუშინაც ასე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც კარგად ვიცით, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს.

Comments
Loading...